ახალი ამბები

24 000 წიგნი საჩუქრად თბილისის ბაღებს სულაკაურის გამომცემლობისგან

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ საჩუქრად 24 000 წიგნი გადასცა. ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით ადაპტირებული ლიტერატურა, სულ 12 გამოცემა, უკვე ყველა საჯარო ბაღში შევიდა და ის დამატებითი საკითხავის სახით შეემატა ბიბლიოთეკებს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე N44 ბაგა-ბაღში იმყოფებოდა, სადაც საჩუქრები ბაღის ადმინისტრაციამ და პატარებმა სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს.