ახალი ამბები

6 თვის მუშაობის ანგარიშის წარდგენა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიას 6 თვის მუშაობის შედეგები გააცნო. კახაბერ გვანცელაძემ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა, არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობა და ა.შ.

ანგარიშში საუბარი შეეხო ასევე ინსტიტუციურ რეფორმებს, ბავშვთა უსაფრთხოებას, კადრების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით განხორციელებულ პროექტებს, საგანმანათლებლო სიახლეებსა და სამომავლო გეგმებს.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, წლის ბოლომდე თბილისში კიდევ 5 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება, სადაც 1500-მდე აღსაზრდელი მიიღებს სკოლამდელ განათლებას.