ახალი ამბები

აქტივობა ბავშვის ფიზიკური და სენსორული სფეროს განვითარებისთვის

თბილისის საჯარო ბაღებში ახალი სტანდარტით განსაზღვრული, ბავშვის განვითარების სფეროების მიხედვით დაგეგმილი აქტივობები ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ერთ-ერთ ასეთ აქტივობას კრწანისის რაიონში მდებარე N36 ბაგა-ბაღში დაესწრო. ჯგუფებმა წარმოადგინეს სხვადასხვა თემაზე აგებული აქტივობები, რომლებიც ორიენტირებული იყო ფიზიკურ და სენსორულ სფეროზე, კერძოდ, წვრილი და მსხვილი მოტორიკის, თვალისა და ხელის კოორდინაციის და ასევე, შეგრძნებების განვითარებაზე. პატარებმა აღმზრდელთა ჩართულობით ააშენეს ქვიშის ქალაქი, შეასრულეს აპლიკაციები, მეთოდური და მეორადი მასალების გამოყენებით შექმნეს კომპოზიციები და სხვადასხვა ნივთი და ჩაატარეს სპორტული ესტაფეტა. ბავშვის განვითარება, თანამედროვე სტანდარტებით, ხუთ სფეროს მოიცავს. ესენია, ფიზიკური და სენსორული, ფსიქო-ემოციური და სოციალური, კოგნიტური, დამოუკიდებლობა- ადაპტური ქცევისა და კომუნიკაციისა და მეტყველების სფეროების განვითარება.