ახალი ამბები

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს კვლავ კახაბერ გვანცელაძე უხელმძღვანელებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, კვლავ კახაბერ გვანცელაძე უხელმძღვანელებს.

დედაქალაქის მთავრობა თბილისის ახალი მოწვევის საკრებულომ 7 დეკემბერს დაამტკიცა.

კახაბერ გვანცელაძემ ქალაქის ადრეული აღზრდისა და სკოლამდელი განათლების სისტემა პირველად 2017 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ არა ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა როგორც ინფრასტრუქტურის, ისე მართვის, ადმინისტრირებისა და სააღმზრდელო-საგანმანათლებლო მიმართულებით.

“მადლობა მინდა გადავუხადო დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს გამოცხადებული ნდობისთვის და როგორც გასული წლების მანძილზე, ისე მომავალში, მთელი ჩემი ძალისხმევა მიმართული იქნება თბილისის საჯარო ბაღების განვითარებისკენ. მართალია, პანდემიამ გარკვეულწილად შეცვალა მუშაობის რეჟიმი, თუმცა იმედი გვაქვს, ერთობლივი და გუნდური მუშაობით, ჩვენ კვლავ ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ,” , - აცხადებს კახაბერ გვანცელაძე.