ახალი ამბები

ბაღის აღსაზრდელები ცხოველთა სამყაროს ეცნობიან

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელები ცხოველთა სამყაროს ეცნობიან. ბავშვები ერთვებიან აქტივობებში, რომელიც მოიცავს აპლიკაციას, ხატვას, ძერწვას, გაფერადებას და ფოტოგალერეის დათვალიერებას. პატარები აღმზრდელებთან ერთად აკეთებენ მინი-ზოოპარკებსაც, როგორც საკანცელარიო, ისე მეორადი მასალის გამოყენებით. თემის დამუშავების შემდეგ კი ეწყობა ექსკურსიები ზოოპარკში. სასკოლო მზაობის ჯგუფები მშობლებისა და აღმზრდელების თანხლებით თბილისის ზოოპარკს სტუმრობენ და ეცნობიან მისი ბინადრების ცხოვრებას.