ახალი ამბები

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საბავშვო ბაღების აღსაზრდელების კონცერტით აღინიშნა

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებმა ქალაქის მერიის მიერ ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. 
შოუ-კონცერტი ვაკის პარკში გაიმართა და მასში თბილისის 19 საბავშვო ბაღმა მიიღო მონაწილეობა.


პატარებმა მრავალფეროვანი ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები შეასრულეს და ასე მიულოცეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თანატოლებს, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კი ყველა მონაწილე მადლობის სიგელით დააჯილდოვა.