ახალი ამბები

ჭიაურელის ქუჩაზე ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულდა

დიდუბის რაიონში, ჭიაურელის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულდა. ამჟამად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბაღის შიდა ეზოს აწესრიგებს. სამუშაოებს სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე მოადგილესთან, ირაკლი თურმანიძესთან ერთად გაეცნო. ბაგა-ბაღის ადმინისტრაციასთან ერთად, დაიგეგმა ეზოს გამწვანება. საბავშვო ბაღში 10 სააღმზრდელო ჯგუფი იქნება, რომელიც 300-მდე ბავშვს მოემსახურება. ბაღში დაცული იქნება უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები და ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. პროექტს კომპანია „ბილდ ტერიტორი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 2,5 მილიონ ლარს აღწევს. ახალი საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს სექტემბერში მიიღებს.