ახალი ამბები

დიდუბის რაიონში მდებარე N6 ბაგა-ბაღის დემონტაჟი დაიწყო

თბილისში კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი დაიწყო. აღმაშენებლის N197-ში მდებარე N6 ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ მოადგილესთან ერთად დაათვალიერა. კონტრაქტორი კომპანია, რომელმაც შენობა მეორადი სამშენებლო მასალების მოპოვების მიზნით უნდა დაშალოს, თბილისის ქონების მართვის სააგენტომ აუქციონის გზით გამოავლინა. პროექტის დასრულებისთვის კომპანიას ვადა მიმდინარე წლის ივლისამდე აქვს. ახალი საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება, მანამდე კი, N6 ბაგა-ბაღი ალტერნატიულ ფართში გააგრძელებს ფუნქციონირებას.