ახალი ამბები

გლდანის მერვე მიკრორაიონში ბაღის მშენებლობა ფინალურ ფაზაშია

გლდანის მე-8 მიკრორაიონში საბავშვო ბაღის მშენებლობა ფინალურ ფაზაშია. მიმდინარე სამუშაოები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძეს გააცნო.

ბაგა-ბაღი 10-ჯგუფიანია და 300-მდე აღსაზრდელს მიიღებს. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება: ადაპტირებულია შშმ პირთათვის, გათვალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოებისა და ბავშვთა უსაფრთხოების ყველა საკითხი.

ბაგა-ბაღის ეზოში მოეწყობა სათამაშო მოედნები, დამონტაჟდება საჩრდილობლები და სხვა საპარკე ინვენტარი.

სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, შემოდგომაზე, ეტაპობრივად გაიხსნება ხუთი ბაღი.

ამჟამად თბილისში 9 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთაგან ხუთს შემოდგომაზე ეტაპობრივად გავხსნით. ახალი შენობები აკმაყოფილებს იმ თანამედროვე სტანდარტებს, რაც სკოლამდელი განათლების დაწესებულებისთვისაა სავალდებულო - მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ბავშვთა უსაფრთხოება“, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ.