ახალი ამბები

ინფორმაცია დასაქმების კონკურსის მეორე ეტაპის - ტესტირების შესახებ

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ახლად დაფუძნებული ხუთი საბავშვო ბაღის ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი - ტესტირება, ჩატარდება იუსტიციის სასწავლო ცენტრში 2019 წლის 27 და 28 სექტემბერს.

ტესტირებას გაივლიან ის კანდიდატები, რომლებმაც განაცხადი გააკეთეს სპეციალური პედაგოგის, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორისა და აღმზრდელის პოზიციებზე და წარმატებით გაიარეს კონკურსის პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა.

ტესტირების ჩატარების დროისა და ადგილს შესახებ კანდიდატებს დამატებით ინფორმაციას მიაწვდის იუსტიციის სასწავლო ცენტრი სმს შეტყობინების სახით.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დააფუძნა ხუთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შემდეგ მისამართებზე:

·         N30 საბავშვო ბაგა-ბაღი, (მისამართი: ისანი, ნავთლუღის ქუჩა N8);

·         N81 საბავშვო ბაგა-ბაღი, (მისამართი: კრწანისი, სოფელი ფონიჭალა);

·         N93 საბავშვო ბაგა-ბაღი, (მისამართი: დიდუბე, მიხეილ ჭიაურელის ქ. N18 მიმდებარედ);

·         N101 საბავშვო ბაგა-ბაღი, (მისამართი: გლდანი 6 მ/რ);

·         N102 საბავშვო ბაგა-ბაღი, (მისამართი: გლდანი 8 მ/რ).