ახალი ამბები

კახაბერ გვანცელაძე მიმდინარე მშენებლობებს გაეცნო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ისნისა და კრწანისის რაიონებში მიმდინარე ახალი საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ისანში, საინგილოს ქუჩაზე 8-ჯგუფიანი ბაღის მშენებლობის ძირითადი ეტაპი დასრულებულია. ამჟამად, მიმდინარეობს გარე სივრცის მოწყობა, რის შემდეგაც, შენობა ინვენტარით აღჭურვისთვის მზად იქნება.

ახალი ბაღი 250-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი და ის ფუნქციონირებას 2022 წლის სექტემბრიდან დაიწყებს,

თანამედროვე სტანდარტების ბაღი შენდება ამავე რაიონში, საექიმოს ქუჩაზე, სადაც 12 ჯგუფი იქნება. კახაბერ გვანცელაძე მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. მან კონტრაქტორი კომპანიისგან  მშენებლობის გეგმა-გრაფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

მიმდინარე წელს, კიდევ ერთი ბაღი კრწანისის რაიონსაც შეემატება. ის 8-ჯგუფიანი იქნება. სამივე სააღმზრდელო დაწესებულებაში, ჯამში, 200-მდე ადამიანი დასაქმდება.