ახალი ამბები

კახაბერ გვანცელაძემ 6 თვის მუშაობის ანგარიში წარმოადგინა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი 2018-2019 სააღმზრდელო წლის დასასრულს დედაქალაქში არსებული საჯარო ბაგა-ბაღების დირექტორებს შეხვდა.

კახაბერ გვანცელაძემ 180 ბაგა-ბაღის დირექტორს ექვსთვიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო.

ანგარიშში საუბარი შეეხო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის, ახალი ბაღების მშენებლობას, რაც სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომის ზრდისთვის მთავარი წინაპირობაა. ასევე, ყურადღება გამახვილდა ინსტიტუციურ და ინოვაციურ პროექტებზე, მეთოდოლოგიურ მიმართულებებზე, პერსონალის კვალიფიკაციის ზრდას და ბავშვთა უსაფრთხოების კუთხით ჩატარებულ სამუშაოებზე.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.