ახალი ამბები

კახაბერ გვანცელაძემ ბაგა-ბაღების ავტორიზაციის საკითხზე შეხვედრა გამართა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, სკოლამდელი განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხები განიხილა. შეხვედრას  ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახა ერაძე და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ხითარიშვილი ესწრებოდნენ.

მხარეებმა არსებული ვითარებისა და გამოწვევების ზოგადი შეფასების შემდეგ, საბავშვო ბაგა-ბაღების ავტორიზაციისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.   სააგენტოს ხელმძღვანელმა ცენტრის წარმომადგენლებს გააცნო ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ავტორიზაციის გრძელვადიან პერიოდში დადგება დღის წესრიგში და რომელთა გადასაჭრელად აუცილებელი იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება.

ცენტრის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს სააგენტოს ხელმძღვანელობას  დეტალური პრეზენტაციისათვის და განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში  გარდამავალი პერიოდის სტანდარტების სამუშაო დოკუმენტს მიიღებენ.  მათი თქმით, დოკუმენტის  განხილვაში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მენეჯმენტი აქტიურად იქნება ჩართული და არსებული გამოწვევებისა თუ ამოცანების გადაჭრის მეთოდები ერთობლივი ძალისხმევით განისაზღვრება