ახალი ამბები

კახაბერ გვანცელაძემ ისანსა და დიდუბეში მშენებარე ბაღები დაათვალიერა.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ ისნისა და დიდუბის რაიონში მშენებარე ბაღები დაათვალიერა.

ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე მდებარე ბაგა-ბაღი 11-ჯგუფიანი, დიდუბის რაიონში, ჭიაურელის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღი კი 10 ჯგუფიანი იქნება და ჯამში, 650-მდე აღსაზრდელს მიიღებს.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე დედაქალაქს ხუთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. სააღმზრდელო დაწესებულებები ექსპლუატაციაში ეტაპობრივად, ოქტომბრის დასაწყისიდან შევა.