ახალი ამბები

„კივიტას გეორგიკას“ საჩუქარი თბილისის N63 ბაგა-ბაღს

საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ პროექტის ფარგლებში, თბილისის N63 საჯარო ბაგა-ბაღს 225 ერთეული საბავშვო წიგნი გადაეცა. საჩუქარი საბავშვო ბაღს ქართულ-პოლონური პროექტის - „სკოლამდელი განათლების სისტემური ცვლილებების მხარდაჭერა საქართველოში“ კოორდინატორმა, ალექსანდრე კალანდაძემ გადასცა. ღონისძიება წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში განხორციელდა და მას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დაესწრო. ბაღის ადმინისტრაციამ სტუმრად ცნობილი საბავშვო ავტორი, გივი ჩიღვინაძე მოიწვია, რომელმაც ბავშვებს თავისი ლექსები წაუკითხა და პატარების შეკითხვებსაც უპასუხა.