ახალი ამბები

მონიტორინგი N9 და N74 ბაღებში

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, კოვიდრეგულაციების შემსუბუქების ფონზე, ბავშვთა სწრების, აღრიცხვიანობის, ასევე ინფრასტრუქტურისა და სააღმზრდელო პროცესის მონიტორინგს სისტემატიურ რეჟიმში ახორციელებს.
დღეს სააგენტოს ხელმძღვანელი N9 და N74 საბავშვო ბაღებში იმყოფებოდა, სადაც ჰასპ-ის (HACCP) სტანდარტების დანერგვის მიმართულებით, განსახორციელებელი სამუშაოების გეგმას გაეცნო. ამ პროცესში, ინერგება საქმისწარმოების ახალი მიდგომები, რასაც ასევე ზედამხედველობას გაუწევს სააგენტო.
კახაბერ გვანცელაძე სააღმზრდელო პროცესსაც გაეცნო -აღსანიშნავია, რომ 15 სექტემბრიდან გაუქმდა კოვიდ-პანდემიის გამო დაწესებული შეღავათები და ბაღები ბავშვთა აღრიცხვიანობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ.