ახალი ამბები

მონიტორინგი საბურთალოს რაიონის ბაღებში

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ბაგა-ბაღებში არსებული პრობლემების შესწავლას განაგრძობს. კახაბერ გვანცელაძე მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელ ვაკო გრძელიშვილთან ერთად, საბურთალოს რაიონში მდებარე ბაგა-ბაღში „იმედი საბურთალო" და N63 ბაღში იმყოფებოდა, სადაც არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ასევე, სამზარეულო ბლოკებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო და დირექტორებთან კონკრეტული საკითხების მოგვარებაზე იმსჯელა.