ახალი ამბები

N155 ბაგა-ბაღის შენობის გამაგრება მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონში, თაბუკაშვილის N23-ში მდებარე N155 ბაგა-ბაღის შენობის გამაგრების სამუშაოებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე, გაეცნო. ამ ეტაპზე, საძირკვლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. შენობის მეორე ფლიგელის საძირკვლის გამაგრების შემდეგ, კი, სარემონტო სამუშაოები დაიწყება. „შენობა მძიმე მდგომარეობაში იყო. დაქანებული და ჩავარდნილი იატაკები, დაბზარული კედლები ბაღის ფუნქციონირებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. ჩვენ დავგეგმეთ და შევისყიდეთ გამაგრება-რეაბილიტაციის პროექტი და ამჟამად მისი პირველი ეტაპი მიმდინარეობს,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. მისივე თქმით, ბაღის კონტინგენტისთვის სააგენტომ ალტერნატიული ფართი იქირავა და შესაბამისად, მისი ფუნქციონირება არ შეფერხებულა.