ახალი ამბები

თბილისის N27 ბაგა-ბაღში თეატრალური პრემიერა გაიმართა

საბავშვო ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელებმა სპეციალურად მოწვეული სტუმრებისათვის ვაჟა-ფშაველას მიხედვით დადგმული მიუზიკლი "სათაგური" წარმოადგინეს. მუსიკალური კომპოზიციების ავტორი ამავე ბაგა-ბაღის მუსიკის პედაგოგი, ცნობილი საბავშვო კომპოზიტორი მეია მეგრელიშვილია.

ღონისძიებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დაესწრნენ. მათ მადლობა გადაუხადეს მიუზკლის ავტორსა და აღსაზრდელებს ასეთი შესანიშნავი ინსცენირებისათვის.