ახალი ამბები

თბილისის N86 ბაგა-ბაღმა მარიამ ჯაშს უმასპინძლა

თბილისის N86 საბავშვო ბაღს საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ესტუმრა.

მარიამ ჯაშს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ უმასპინძლა. მათ ბაგა-ბაღის მშობლებსა და აღსაზრდელებს, ასევე პერსონალს, ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.