ახალი ამბები

თბილისში 40 საზაფხულო ბაღი მუშაობს

თბილისის საზაფხულო ბაღებმა მუშაობა დღეს დაიწყეს. დედაქალაქის მასშტაბით სულ 40 საბავშვო ბაღი მუშაობს და ამ მომსახურების მიღება 2-დან 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს შეუძლია.

ბაგა-ბაღებში სტანდარტულისგან განსხვავებული პროგრამა მოქმედებს, რომელიც ძირითადად, გასართობი აქტივობებითაა დატვირთული.

საზაფხულო ბაღები თბილისის მერიისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს სოციალური პროექტია და მისი მიზანია, საბავშვო ბაღების მომსახურება შესთავაზოს იმ ოჯახებს, ვინც ივლისში ვერ ახერხებს ბავშვების ქალაქიდან გაყვანას.

საზაფხულო ბაღები 1-დან 31 ივლისის ჩათლით იმუშავებენ და მომსახურებას 13,100 აღსაზრდელი მიიღებს.