სარეგისტრაციო ფორმა
გადაამოწმეთ ბავშვი
რეგისტრაციის პირველი ეტაპი
რეგისტრაცია დაიწყება 2025 წლის 7 ივლისს 10:00 საათზე
ამ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან:
- თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები
- დედმამიშვილები (ბავშვი იმ ოჯახიდან, რომლის შვილი სარგებლობს იმავე ბაღის მომსახურებით)
- მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილი (შვილები)
- მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი (შვილები) ან/და ნაშვილები
- ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე)
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შვილები
- თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.
სამხედრო მოსამსახურეთა შვილები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, დარეგისტრირდებიან სააგენტოს მიერ, სპეციალურად რეგისტრაციისთვის შექმნილ ელექტრონულ ფოსტაზე (registracia2025@gmail.com) შესაბამისი დოკუმენტაციის გამოგზავნის შემდეგ
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებია:
- სამხედრო მოსამსახურეთა შემთხვევაში: თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, აუცილებელია მეილში მითითებული იყოს მშობლის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სასურველი ბაღის ნომერი.
- განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების შემთხვევაში: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N100 ან ფორმა N50, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. ამასთანავე, რეგისტრაციისთვის გადმოგზავნილ დოკუმენტაციასთან ერთად, აუცილებელია მშობლის საკონტაქტო ინფორმაციისა და სასურველი ბაღის ნომრის მითითება.
- თანამშრომელთა შვილების რეგისტრაციისთვის საკმარისია, შესაბამისი ბაგა-ბაღის სარეზერვო სიაში ბავშვის მონაცემების ატვირთვა.
რეგისტრაციის გადამოწმება შესაძლებელია სარეგისტრაციო ფორმის ქვედა სივრცეში.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს და ჩაეწეროს სარეზერვო სიაში